Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გასპერინიმ ატალანტადან წასვლა არ გამორიცხა

ატალანტას თავკაცმა ჯან პიერო გასპერინიმ სეზონის ბოლოს ლა დეას დატოვება არ გამორიცხა.

„ჩვენ წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს დარჩენილი და გამარჯვების შემთხვევაში გუნდი ევროპა ლიგაზე მოხვდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.

„ვიცით, რომ ამ სეზონში იმ ფეხბურთის თამაში, რომელიც გვსურდა, ხშირად არ გამოგვდიოდა. ზოგი ფიქრობს, რომ ატალანტა არის გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა შეუძლია, მაგრამ მე მათ არ ვეთანხმები.

„გუნდის ხელმძღვანელობამ იცის, თუ რა პრობლემები გვაქვს. ჩვენს შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა, მაგრამ ეს ფეხბურთია, ფეხბურთში კი ზოგჯერ მხარეების ხედვები ერთმანეთს არ ემთხვევა და არ ვიცი, ვიპოვნით თუ არა ჩვენ საერთო ენას.“