Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

GdS: დონარუმა და იბრა ახალ კონტრაქტთან ახლოს არიან

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ჯიჯო დონარუმა დიდი ალბათობით მილანთან ახალ კონტრაქტს დეკემბრის ბოლომდე მოაწერენ ხელს.

როსონერის წარმომადგენლებს რაიოლასთან იბრაჰიმოვიჩის თაობაზე ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ გაუმართავთ, თუმცა შვედი ფეხბურთელის სურვილი ყველასთვის ნათელია და მხარეებს შორის შეხვედრა უახლოეს დღეებშია ჩანიშნული.

დონარუმას რაც შეეხება, მილანი და რაიოლა მასთან დაკავშირებით თითქმის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ. ერთადერთი დეტალი, რომელიც ახალ ხელშეკრულებას წინ უდგას, არის გამოსასყიდი თანხა, რომლის ჩადებასაც რაიოლა ითხოვს, თუმცა მილანის ფორმიდან გამომდინარე დიდი პრობლემა არც ეს უნდა იყოს.