Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

GdS-მა იუვენტუსი – ატალანტა და ინტერი – ნაპოლის მატჩებში მსაჯების შეცდომებზე ისაუბრა

Corriere dello Sport-მა გუშინდელ მატჩებში მსაჯების შეცდომებზე ისაუბრა. მათი აზრით, პენალტი, რომელიც იუვენტუსის სასარგებლოდ დაინიშნა, დასადები არ იყო, ატალანტას მარტენ დე რუნი და კრისტიან რომერო და ინტერის მილან შკრინიარი კი მოედნიდან გასაძევებლები იყვნენ.

დავიდე მასამ, რომელიც ინტერი – ნაპოლის მატჩს უძღვებოდა, ლორენცო ინსინიე მოედნიდან მსაჯთან კამათის გამო გააძევა. სამი ყველაზე დიდი სპორტული გამოცემა არბიტრის გადაწყვეტილებას დაეთანხმა, გარდა ჯენარო გატუზოსი, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მატჩის შემდეგ ინტერვიუში გააპროტესტა.

ნაპოლის კარში დანიშნული პენალტი, რომელიც დავიდე ოსპინას და მატეო დარმიანის კონტაქტის შემდეგ დაინიშნა, სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა Corriere dello Sport-ის აზრით, მილან შკრინიარი ირვინგ ლოზანოს წინააღმდეგ უხეშობის გამო მეორე ყვითელ ბარათს და მოედნიდან გაგდებას იმსახურებდა.

უკეთესი სიტუაცია არც იუვენტუსი – ატალანტას მატჩში იყო. Gazzetta dello Sport-ის აზრით, იუვენტუსის სასარგებლოდ დანიშნული 11-მეტრიანი მინიმუმ საკამათოა და მსაჯს ყველა ბერკეტი ჰქონდა იმისთვის, რომ პენალტი არ დაენიშნა, თუმცა Tuttosport- ის ინფორმაციით, მსაჯი ამ ეპიზოდში სწორად მოიქცა.

Corriere-ს მტკიცებით, დოვერის მარტენ დე რუნი და კრისტიან რომერო მოედნიდან უნდა გაეძევებინა. ნიდერლანდელმა კუადრადოს გაშლილი ფეხი ჩაარტყა და პირდაპირ წითელ ბარათს იმსახურებდა, არგენტინელი უკანახაზელი კი ალვარო მორატას წაქცევის გამო მეორე ყვითელს იმსახურებდა.

დღის საუკეთესო არბიტრად ჯენოა – მილანის მთავარი არბიტრი, დანიელე ორსატო დასახელდა.