Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

GdS: მილანი 2 ცენტრალურ მცველს 35 მილიონ ევროდ გაიფორმებს ?

მილანი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აქტიურობას გეგმავს, რაც გუნდის გენერალურმა დირექტორმაც დაადასტურა და გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა დაცვის ცენტრალური ზონის გაძლიერება იქნება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, როსონერის ამ პოზიციის გასაძლიერებლად ორი ფეხბურთელი ჰყავს შერჩეული.

პირველი ვერონას 20 წლის მცველი მატეო ლოვატოა, რომელმაც გასულ ტურში იუვეს წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. ახალგაზრდა ფეხბურთელს ვერონასთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აქვს და ის სეზონში ანაზღაურების სახით 0.8 მილიონ ევროს იღებს. ჯალობლუ მზად არის, ფეხბურთელს 15 მილიონის სანაცვლოდ შეელიოს.

მეორე კი შალკეს ასევე 20 წლის ფეხბურთელი ოზან კაბაკია. თურქი ფეხბურთელი სეზონში 2 მილიონ ევროს იღებს და ის 20 მილიონ ევროდ არის შეფასებული,  თუმცა მის მიმართ ინტერესი არაერთმა გრანდმა გამოთქვა და როსონერის კაბაკის გაფორმება ძალიან გაუჭირდება.