GdS: რაიოლას არ სურს, რომ დონარუმა მილანში დარჩეს…
ზაფხული სულ უფრო და უფრო ახლოვდება, მილანი კი ჯიჯო დონარუმასთან კონტრაქტის შესახებ შეთანხმებას კვლავ ვერ ახერხებს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბოლო კვირეებში მილანსა და ფეხბურთელის აგენტს მინო რაიოლას შორის მოლაპარაკებები წინ არ მიიწევს და მათ შეთანხმებამდე ძალიან ბევრი საკითხი აშორებთ.
წყაროს ინფორმაციით, რაიოლას მოთხოვნები ამ მომენტისთვის მალდინისთვის მიუღებელია. იტალიელ აგენტს სურს, რომ დონარუმამ მილანთან მაქსიმუმ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს და სეზონში მისი ხელფასი 10 მილიონი იყოს, როსონერი კი 5-წლიან კონტრაქტს და ანაზღაურების სახით 7.5 მილიონს სთავაზობს.
Gazzetta dello Sport-ის აზრით, რაიოლას მოთხოვნილი 10 მილიონი უბრალოდ სტრატეგიაა იმისთვის, რომ დონარუმამ კონტრაქტი არ გააფორმოს, რადგან მან იცის, რომ პანდემიის პირობებში 10 მილიონ ევროს როსონერი ჯიჯოს ვერ გადაუხდის…