Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

GdS: ტონალი ლილის წინააღმდეგ მორცხვი და ნელი ბავშვივით იყო

სანდრო ტონალი გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სახელი იყო და მის გასაფორმებლად არაერთი გუნდი იბრძოდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებული მილანი დარჩა.

გუშინ სტეფანო პიოლიმ ტონალი ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ყველა ელოდა, რომ გუნდთან გატარებული საკმაოდ დიდი პერიოდის შემდეგ, მან ადაპტაციის პერიოდი გაიარა და 35 მილიონი ევროს შესაბამის თამაშს აჩვენებდა, თუმცა…

Gazzetta dello Sport-მა ტონალის თამაში ასე შეაფასა:“ ტონალიმ მორცხვი და ნელი ბავშვივით ითამაშა, რომელსაც რენატო სანჩესი ძალიან მარტივად ცდებოდა. ის დიდ გუნდში გადასვლის საფასურს იხდის.“