Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

GOAL: ბარსელონა სუარესის უფასოდ გაშვებას დასთანხმდა

რამდენიმე წუთის წინ Goal.com-მა, Tuttomercato-მ და სხვა ავტორიტეტულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბარსელონა ურუგვაელი ფეხბურთელის უსასყიდლოდ გაშვებას დასთანხმდა.

სუარესი იუვენტუსთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, სურვილის შემთხვევაში მხარეებს ხელშეკრულების გახანგრძლივება კიდევ ერთი წლით შეეძლებათ, ხელფასის სახით კი სეზონში 10 მილიონ ევროს მიიღებს.

იუვენტუსს კონტრაქტის გაწყვეტის გამო მინიმალური თანხის, 1.5 მილიონი ევროს გადახდა მაინც მოუწევს, ზუსტად იმ თანხის, რაც სევილიამ ივან რაკიტიჩის სანაცვლოდ გადაიხადა.

უკვე მოგახსენეთ, რომ სუარესი იტალიური პასპორტის ასაღებად საჭირო ტესტს ხვალ გაივლის და როგორც ჩანს, მისი ტურინში გადაბარგება გარდაუვალია.

Leave a Reply

Your email address will not be published.