Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გრავინა:“ სპალეტი ნაკრებისთვის იდეალური არჩევანია, პრობლემა ნაპოლისთან ?…“

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ ნაკრებში ლუჩიანო სპალეტის დანიშვნის მიზეზებზე ისაუბრა.

„რატომ სპალეტი ? ის ახლახანს სერია ა-ს ჩემპიონი გახდა და სკუდეტო მოიგო, ტიტული, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, კლასი და ენთუზიაზმი, რომელიც ჩვენს შორის პირველივე საუბრის დროს ვიგრძენი.

„ეს რომანტიკული და გააზრებული არჩევანია, ლუჩიანოს ახალგაზრდებთან მუშაობა უყვარს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ნაპოლისთვის გადასახდელი 3 მილიონი ? მე ამ პუნქტის თაობაზე არაფერი ვიცოდი და მის შესახებ საბუთებიდან შევიტყვე. ადვოკატებმა დამარწმუნეს, რომ ჩვენ ლუჩიანოსთან მოლაპარაკებები შეგვეძლო, დანარჩენი კი სპალეტისა და მისი ყოფილი გუნდის საქმეა.

„ლუჩიანომ თავიდანვე მითხრა, რომ გამოსასყიდი თანხა მისი და ნაპოლის პრობლემაა, ამიტომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ამ საკითხში ჩართვას არ აპირებს.

„მანჩინი ? სიმართლე რომ გითხრათ, რობერტომ იმედები გამიცრუა. მისი გუნდიდან წასვლის ფორმა არც თუ ისე სასიამოვნო იყო. რობერტოს არასოდეს უთქვამს, რომ მას ნაკრების დატოვება სურდა და ეს მოულოდნელი ნაბიჯი იყო.“