Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Guardia di Finanza მილანის გაყიდვის პროცესს იძიებს

იტალიური გამოცემა ANSA-ს ინფორმაციით, Guardia di Finanza-მ Red Bird-ის მიერ მილანის ყიდვის პროცედურის შესწავლა დაიწყო და რამდენიმე ოფისიდან საბუთები ამოიღო, თუმცა ჯერჯერობით როსონერის სათაო ოფისში ჩხრეკა არ ჩატარებულა.

ჯერი კარდინალემ და მისმა RedBird Capital-მა Elliott-ისგან მილანი 1.2 მილიარდი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

გამოძიების დაწყების მიზეზი კომპანია Blue Skye-ს საჩივარი გახდა, რომელიც მილანის ყოფილი მეწილე გახალვთ. აღნიშნული კომპანია მილანის გაყიდვის წინააღმდეგი იყო, მათი მტკიცებით, პროცედურა კანონის დარღვევით წარიმართა, რის გამოც იტალიის ფინანსურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო…