Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გუარდიოლა:“ ინტერი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია“

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ინტერი, რომელიც ქალაქელებმა დაამარცხეს და ტიტული მოიპოვეს, ამ სეზონშიც ამბიციური იქნება.

„ინტერს გასულ სეზონში შესანიშნავი გუნდი ჰყავდა. ჩვენ მატჩის წინ ვიცოდით, რომ წინ ძალიან რთული დაპირისპირება გველოდებოდა და ეს მათ მოედანზე დაამტკიცეს, ეს დაძაბული და თანაბარი მატჩი იყო.

„იტალიელებმა ეს სეზონიც ძალიან კარგად დაიწყეს, მათ მილანურ დერბიში 5-1 იმარჯვეს და დარწმუნებული ვარ, რომ ინტერი ამ სეზონშიც გამარჯვების ერთ-ერთი კანდიდატი იქნება.“