Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გუარდიოლა, სპალეტი და ინძაგი საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოსთვის იბრძოლებენ

UEFA-მ 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის ნომინანტების სია გამოაქვეყნა.

პრესტიჟული ჯილდოსთვის მანჩესტერ სიტის პეპ გუარდიოლა, ინტერის სიმონე ინძაგი და ნაპოლის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი იბრძოლებენ.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას რაც შეეხება, აღნიშნული ჯილდო კევინ დე ბრუინეს, ერლინგ ჰოლანდს ან ლეო მესის გადაეცემა.