Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჰაკიმის აგენტმა ფეხბურთელის ინტერში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

გასულ კვირებში პსჟ-ს ფეხბურთელის აშრაფ ჰაკიმის ინტერში შესაძლო დაბრუნების თაობაზე არაერთხელ დაიწერა.

ამ თემზე კომენტარი ფეხბურთელის აგენტმა გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ აშრაფმა ინტერში ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია და გუნდი დატოვა ისე, რომ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩა.

„ჩვენ პსჟ-სთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ინტერი კი უკვე დასრულებული ისტორიაა.“