Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრა:“ ჩემი სიყვარული მილანის მიმართ დაუსრულებელია…“

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომლის მილანში დაბრუნება უკვე ოფიციალურია (დეტალები იხილეთ აქ), კომენტარი გააკეთა.

„ჩემი სიყვარული მილანის მიმართ დაუსრულებელია და ეს შესაძლებლობა, რომელიც გუნდის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანის საშუალებას მომცემს, საოცნებო იყო. მინდა ჯერი კარდინალეს ამისთვის მადლობა გადავუხადო.

„RedBird-მა მილანში მოსვლის შემდეგ გუნდის მიმართ დიდი ვნება, სიყვარული გამოავლინა და ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის წევრი გავხდი. ეს გადაწყვეტილება მარტივი მისაღები არ ყოფილა, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„კარიერის დასრულების შემდეგ, ჩემი მომდევნო ნაბიჯის თაობაზე ბევრს ვფიქრობდი და მოხარული ვარ, რომ ახალ თავგადასავალს RedBird-თან და მილანთან ერთად ვიწყებ.“