Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრა:“ მე დასამტკიცებელი აღარაფერი მაქვს“

ლეგენდარულმა შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერის დასრულებიბს მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„სად ვხედავ საკუთარ  თავს 10 წლის შემდეგ ? ჯერჯერობით მე ასეთი შორეული გეგმების დასახვისგან თავს ვიკავებ. იტალია ჩემს გულში გამორჩეულ ადგილს იკავებს, მილანი კი არის ადგილი, სადაც ახლა ვცხოვრობ, თუმცა მომავალში რა იქნება არ ვიცი.

„კარიერის სტარტზე მე ნამდვილი დროის ბომბი ვიყავი როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა, ახლა კი უფრო მშვიდი ვარ, ჩემი ეგო გაქრა, მე დასამტკიცებელი აღარაფერი მაქვს.

„რა მაძლევს მოტივაციას კარიერის დასრულების შემდეგ ? მომწონს სხვა ადამიანების მოტივაცია, რომ ისინი ფიზიკურად უფრო აქტიურები გახდნენ, ეს მე ძალიან მაბედნიერებს.

„ვიქნები თუ არა მწვრთნელი ? წინასწარ თქმა ძალიან რთულია…“