იბრა მილანში ბრუნდება…
როგორც უკვე მოგახსენეთ, გუშინ ჯერი კარდინალესა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს შორის შვედის მილანში დაბრუნებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა და როგორც ჩანს, მხარეებმა ზოგად საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იბრა სპორტულ ასპექტებში გუნდის დირექტორი იქნება, თუმცა ის სატრანსფერო საკითხებში მონაწილეობას არ მიიღებს და მეტად გუნდის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს შორის ერთგვარი ხიდის როლს შეასრულებს.
წყაროს ცნობით, მხარეებს პირადი კონტრაქტის დეტალები დარჩათ შესათანხმებელი, რის შემდეგაც იბრას მილანში დაბრუნება ოფიციალურად დადასტურდება.