Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრა მილანში დაბრუნებასთან ახლოს არის

იტალიური მედიის ცნობით, მილანის ხელმძღვანელობასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და ლეგენდარული შვედი ლომბარდიულ გრანდს დიდი ალბათობით უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.

იბრამ საფეხბურთო კარიერა გასული სეზონის მიწურულს დაასრულა და მას შემდეგ მისი მილანში, სტეფანო პიოლის სტაფის რიგებში დაბრუნების თაობაზე აქტიურად იწერება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იბრას მილანში ხილვა როგორც სტეფანო პიოლის, ასევე გუნდის მფლობელს ჯერი კარდინალეს სურს და მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს…