Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრა მილანში ოფიციალურად მომდევნო კვირას დაბრუნდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მილანში დაბრუნება უკვე გადაწყვეტილია და გაოფიციალურებაღა აკლია.

SportMediaset-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს, ლეგენდარული შვედი კონტრაქტს მომდევნო კვირაში მოაწერს ხელს და მილანში დაბრუნდება.

წყაროს ცნობით, ზლატანი მილანში ჯერი კარდინალეს მრჩეველი იქნება, ამის გარდა კი მისი მოვალეობა გუნდის ხელმძღვანელობასა და გასახდელს შორის ერთგვარი ხიდის როლს შეასრულებს.