იბრამ მონცასთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
იტალიური წყაროების ინფორმაციით, იბრა მომდევნო სეზონში დიდი ალბათობით მონცას რიგებში ითამაშებს.
Calciomercato-ს ცნობით, ვეტერან ფორვარდსა და სილვიო ბერლუსკონის გუნდს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს და თუ მილანი იბრას ახალ ხელშეკრულებას არ შესთავაზებს, ის მონცას რიგებს შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ 41 წლის ფორვარდის კონტრაქტი მილანთან სეზონის ბოლოს იწურება. მან მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო მოედანზე მხოლოდ 144 წუთი გაატარა და 1 გოლი გაიტანა.