Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იკარდის აგენტმა ფეხბურთელის სერია ა-ში დაბრუნება არ გამორიცხა

არგენტინელი ფორვარდის მაურო იკარდის მეუღლემ და აგენტმა ვანდა ნარამ კლიენტის სერია ა-ში დაბრუნება არ გამორიცხა.

„დავბრუნდებით თუ არა იტალიაში ? ჩვენ იტალიასთან საუკეთესო პერიოდი გვაკავშირებს და დაბრუნების წინააღმდეგები ნამდვილად არ ვიქნებით, თუმცა ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულის თქმა ძალიან ადრეა.”

შეგახსენებთ, რომ იკარდის სახელი გასულ კვირებში რომასა და მილანს არაერთხელ დაუკავშირეს.