ილინგ-ჯუნიორი:“ მე ამ შანსს ორივე ხელით მოვეჭიდე…“
იუვენტუსის ფეხბურთელმა სამუელ ილინგ-ჯუნიორმა, რომელმაც სასტარტო შემადგენლობაში იუვეს შემადგენლობაში პირველი მატჩი დაიწყო და სადებიუტო გოლიც გაიტანა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ეს იყო შანსი, რომელსაც მე ორივე ხელით მოვეჭიდე და გამოვიყენე. მე ვამაყობ, რომ ამ მაისურის ტარების შესაძლებლობა მაქვს და გოლის გატანაც მოვახერხე, ეს ჩემთვის გამორჩეული მომენტია, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება.
„20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება ? ეს ტურნირი გამოცდილების მიღების შანსი იქნებოდა, მაგრამ იუვენტუსში თამაშიც დიდ გამოცდილებასა და განვითარების საშუალებას მაძლევს. ალეგრი გამორჩეული მწვრთნელია, რომელსაც ჩემს განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.“