Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იმობილემ გუნდსა და მწვრთნელს ბოდიში მოუხადა…

ლაციოს ფორვარდმა და კაპიტანმა ჩირო იმობილემ გუნდის მწვრთნელსა და თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა.

მაურიციო სარიმ 33 წლის ფორვარდი სასუოლოსთან მატჩის მსვლელობის 68-ე წუთზე შეცვალა, რითიც ფეხბურთელი უკმაყოფილო დარჩა, რაც საკმაოდ ემოციურად გამოხატა.

Il Messaggero-ს ცნობით, იმობილემ გუშინდელი ვარჯიშის წინ თანაგუნდელებსა და მაურიციო სარის ბოდიში მოუხადა, რაც მილანთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ გუნდში დაძაბულობას შედარებით შეამცირებს…