იმობილემ შესაძლოა ლაციო დატოვოს
იტალიური წყაროების ცნობით, ლაციოს კაპიტანმა ჩირო იმბოილემ შესაძლოა ბიანკოჩელესტის რიგები დატოვოს.
SportMediaset-ის ინფორმაციით, იტალიელი ფორვარდის გადაბირებას საუდის არაბეთის გუნდი ალ-აჰლი ცდილობს, რომელიც ფეხბურთელის დარწმუნებას ზღაპრული ხელფასით ცდილობს.
წყაროს ცნობით, ჯერჯერობით იმობილეს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, თუმცა ის და მისი ოჯახი აღნიშნულ შეთავაზებას სერიოზულად განიხილავენ.