Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იმობილეს კიდევ ერთი რეკორდი…

ლაციოს ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჩირო იმობილემ ფეიენორდის კარში გატანილი გოლით გუნდს გამარჯვება მოუტანა და იტალიელმა კიდევ ერთი რეკორდი დააფიქსირა.

სტატისტიკური გამოცემა Opta-ს ინფორმაციით, იმობილე 2016-17 წლების სეზონის შემდეგ გახდა მე-5 ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატებში ერთი გუნდის რიგებში 200-გოლიან ზღვარს გადააბიჯა.

აქამდე იმავეს გაკეთება რობერტ ლევანდოვსკიმ, კილიან მბაპემ, ლეო მესიმ და ჰარი კეინმა შეძლეს.