Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იმობილეს უარი არაბებს, მას კარიერის ლაციოში დასრულება სურს

ლაციოს კაპიტანმა ჩირო იმობილემ არაბული გუნდები უარით გაისტუმრა და კარიერის დასრულებას ბიანკოჩელესტის რიგებში გეგმავს.

Il Messaggero-ს ცნობით, 33 წლის იტალიელ ფეხბურთელს არაერთი არაბული გუნდი ეპატიჟება, რომლებიც მას ლაციოზე გაცილებით სარფიან კონტრაქტებს სთავაზობენ, თუმცა ჩირო გუნდის დატოვებას არ აპირებს და კარიერის დასრულება ლაციოში სურს.

იმობილეს მიმდიანრე კონტრაქტი გუნდთან 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, მისი კიდევ 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.