Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი რომას სკამაკას ტრანსფერში სერიოზულ კონკურენციას უწევს

იტალიური მედიის ცნობით, ინტერი ჯანლუკა სკამაკას ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და რომას, რომელიც ფეხბურთელის გაფორმებას უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს, ლომბარდიული გრანდის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

ჯალოროსი იტალიელი ფორვარდის იჯარით გაფორმებას ცდილობს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, ინტერს კი ვესტ ჰემის მიერ მოთხოვნილი 35-40 მილიონი ევროს გადახდა ახლავე შეუძლია, რაც რომას სიტუაციას საგრძნობლად ართულებს.

SportMediaset-ის ცნობით, ინტერი არჩევანს არსენალის ფოლარინ ბალოგანსა და ჯანლუკა სკამაკას შორის გააკეთებს…