Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინგლისური გრანდები დუმფრისის მიმართ ინტერესს არ კარგავენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი და ჩელსი ინტერის უკანახაზელის დენზელ დუმფრისის ტრანსფერით ინტერესდებიან.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ლომბარდიულ გრანდს ნიდერლანდელის გაყიდვა არ სურს, მაგრამ თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მის სანაცვლოდ 45-50 მილიონს გადაიხდის, ინტერი ფეხბურთელის გაშვებას დათანხმდება.

წყაროს ცნობით, დუმფრისის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, ინტერი ბრუგეს 24 წლის გარემარბის ტეიონ ბუჩანანის გაფორმებას ეცდება, რომელიც დაახლოებით 15 მილიონად არის შეფასებული.