Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი 2 ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობს…

ინტერი რომელუ ლუკაკუს შემცვლელის ძიებას განაგრძობს და ნერაძური ამ მომენტისთვის აქტიურად 2 კანდიდატურაზე მუშაობს.

SportMediaset-ის ინფორმაციით, ბენეამატას პრიორიტეტი ლივერპულის ფეხბურთელი რობერტო ფირმინო გახლავთ, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და იტალიურ გრანდს მისი უფასოდ გაფორმება შეეძლება.

მეორე ვარიანტი მატეო რეტეგი გახლავთ, თუმცა მისი გაფორმება ინტერს მინიმუმ 20 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც საკმაოდ დიდი კონკურენცია ემატება.