Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ალექსის სანჩესის დაბრუნებას განიხილავს

იტალიური მედიის ცნობით, ჩილელი ფორვარდი ალექსის სანჩესი შესაძლოა ნერაძურის რიგებს დაუბრუნდეს.

FcInterNews-ის ცნობით, ლომბარდიული გრანდი 34 წლის ფეხბურთელს, რომელიც თავისუფალი აგენტი გახლავთ, ხოაკინ კორეას პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს.

ინტერი კორეას გაყიდვას უკვე დიდი ხანია ცდილობს და არგენტინელი ფეხბურთელის მიმართ სერიოზულ ინტერესს არაბული გუნდები იჩენენ.