Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ალკანტარას ტრანსფერით ინტერესდება

იტალიური წყაროების ცნობით, ინტერი ლივერპულის ფეხბურთელის ტიაგო ალკანტარას ტრანსფერით ინტერესდება.

33 წლის ნახევარმცველის მიმდინარე კონტრაქტი სქაუზერებთან სეზონის ბოლოს იწურება და ნებისმიერ გუნდს მისი სრულიად უფასოდ გაფორმება შეეძლება.

SportItalia-ს ცნობით, ტიაგოს ერთ-ერთი მსურველი ინტერი გახლავთ, რომელსაც კონკურენციას რამდენიმე ინგლისური და არაბული გუნდი გაუწევს.