Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი აუგუსტოს ტრანსფერში სენსის ჩართვას გეგმავს

ინტერი მონცას ფლანგის მცველის კარლოს აუგუსტოს მიმართ ინტერესს არ კარგავს და მისი ფასის შესამცირებლად სტეფანო სენსის გამოყენებას გეგმავს.

24 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მონცას რიგებში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და არაერთი გრანდის, მათ შორის ინტერის ინტერესი დაიმსახურა.

მონცა აუგუსტოს, რომელსაც ნერაძური რობინ გოსენსის პოტენციურ შემცვლელად მიიჩნევს, 20 მილიონ ევროდ აფასებს, ბენეამატა კი ამ ფასის შემცირებას ტრანსფერში სტეფანო სენსის ჩართვით ეცდება, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით სწორედ მონცაში გაატარა.