Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ბაიერნის საბოლოო მწვანე შუქის მოლოდინშია…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერსა და ბაიერნს შორის ბენჟამინ პავარის თაობაზე საბოლოო შეთანხმება არსებობს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ფრანგი ფეხბურთელი უახლოეს დღეებში ლომბარდიულ გრანდს შეუერთდება.

Tuttosport-ის ცნობით, ბაიერნმა ინტერს პავარის შემცვლელის გასაფორმებლად მცირე დრო სთხოვა, რის შემდეგაც 27 წლის მცველი მილანში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ნერაძურის რიგებს შეუერთდება.

შეგახსენებთ, ინტერი პავარის სანაცვლოდ ბაიერნს 30 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი დაემატება.