Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ბალოგანის ტრანსფერის დახურვას მომდევნო საათებში ეცდება

ინტერი არსენალის ფორვარდის ფოლარინ ბალოგანის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ლომბარდიული გრანდი ფეხბურთელის გაფორმებას უახლოეს პერიოდში ეცდება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, არსენალი ამერიკელი ფორვარდის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს და როგორც ჩანს, ნერაძური ამ თანხის გადახდის წინააღმდეგი არ არის.

წყაროს ინფორმაციით, ბეპე მაროტას სურს, რომ ბალოგანმა ნერაძურის რიგებს ინტერის იაპონური ტურნეს დასრულებისთანავე შეუერთდეს და სიმონე ინძაგის განკარგულებაში იყოს…