Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და ბაიერნი პავარის ტრანსფერის დეტალებზე შეთანხმდნენ

ფაბრიციო რომანოს, ჯანლუკა დი მარციოს და სხვა გავლენიანი წყაროების ცნობით, ინტერი და ბაიერნი ბენჟამინ პავარის ტრანსფერის დეტალებზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.

ლომბარდიული გრანდი ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ რეკორდმაისტერებს 30 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც მომავალში 2 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.

დი მარციოს ცნობით, ფეხბურთელსა და ინტერს შორის პირადი კონტრაქტის ბოლო დეტალები თანხმდება, რის შემდეგაც ტრანსფერი ოფიციალურად დაიხურება.