Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და იუვე ალკანტარას ტრანსფერით ინტერესდებიან

ინტერი და იუვენტუსი სეზონის ბოლოს ლივერპულის ნახევარმცველის ტიაგო ალკანტარას გაფორმებას ეცდებიან.

32 წლის ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი სქაუზერებთან სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებენ, ამიტომ ნებისმიერ დაინტერესებულ გუნდს ალკანტარას უფასოდ გაფორმება შეეძლება.

ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ინტერი და იუვენტუსი ფეხბურთელის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდნენ და თავიანთი ინტერესი დააფიქსირეს. პრობლემა ტიაგოს ხელფასია, რომელიც ლივერპულში სეზონში 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და იტალიაში გადასასვლელად ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.