Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და იუვე იანვარში ჟელინსკისთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ

ნაპოლი პიოტრ ჟელინსკისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს, პარალელურად კი პოლონელი ფეხბურთელის სიტუაციას ინტერი და იუვენტუსი აკვირდებიან, რომლებიც ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმებას იანვარში ეცდებიან.

29 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან სეზონის ბოლოს იწურება, ამიტომ იანვარში მას ნებისმიერ გუნდთან პრე-კონტრაქტის გაფორმება, ზაფხულში კი მათ რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლა შეეძლება.

SportMediaset-ის ინფორმაციით, თუ ნაპოლიმ იანვრამდე პოლონელთან საერთ ენა ვერ გამონახა, საქმეში ინტერი და იუვენტუსი ჩაერთვებიან, რაც პარტენოპეის საქმეს საგრძნობლად გაურთულებს.