Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და იუვე მონცას ნახევარმცველისთვის იბრძოლებენ

მონცას ახალგაზრდა ნახევარმცველი ნადრეა კოლპანი ლომბარდიული გუნდის რიგებში თავის საუკეთესო კუთხით წარმოჩენას აგრძელებს, რითიც მან არაერთი გრანდის ინტერესი დაიმსახურა.

SportMediaset-ის ინფორმაციით, 24 წლის იტალიელის მიმართ ინტერესს იუვენტუსი და ინტერი იჩენენ და გუნდები მონცასთან მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ.

კოლპანიმ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში ჩატარებულ 12 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. მონცა მის სანაცვლოდ მინიმუმ 15-20 მილიონს ითხოვს.