Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და მილანი სალერნიტანას ფორვარდისთვის იბრძოლებენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი და ინტერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სალერნიტანას ფორვარდის ბულაიე დიას ტრანსფერისთვის იბრძოლებენ.

26 წლის ფორვარდს, რომელიც სალერნიტანაში იჯარის წესით ასპარეზობს, მიმდინარე სეზონში სალერნოელთა რიგებში ჩატარებულ 30 მატჩში 15 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

სალერნიტანას ფეხბურთელის გამოსყიდვა ვილიარეალიდან 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება, რომელსაც აუცილებლად გაააქტიურებს და შემდგომში მას დაახლოებით 20 მილიონ ევროდ გაასხვისებს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სენეგალელის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს მილანური გრანდები იჩენენ, რომლებსაც ზაფხულში ფორვარდების გაფორმება მოუწევთ.