Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და მხითარიანი ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან

იტალიური მედიის ცნობით, ინტერი ჰენრიხ მხითარიანთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

სომეხმა ფეხბურთელმა თავისი მნიშვნელობა ნერაძურის რიგებში კიდევ ერთხელ მილანურ დერბიში დაამტკიცა, რომელშიც მან 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

34 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან სეზონის ბოლოს იწურება, ლომბარდიული გრანდი კი მას ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივებას სთავაზობს, მისი შემდგომში კიდევ 1 სეზონით გაგრძელების პერსპექტივით.