Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი დარმიანთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ინტერს მატეო დარმიანის შენარჩუნება სურს და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.

იტალიელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ნერაძურისთან სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა მის ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც ინტერს დარმიანის შენარჩუნება 2025 წლის ზაფხულამდე შეუძლია.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლომბარდიული გრანდი უახლოეს პერიოდში ამ პუნქტის გააქტიურებას და 33 წლის იტალიელის შენარჩნებას გეგმავს.