Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ინძაგის ახალ კონტრაქტს უმზადებს

იტალიური მედიის ცნობით, ინტერი უახლოეს პერიოდში სიმონე ინძაგისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს შეუდგება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ინტერს ინძაგის კონტრაქტის 1 წლით, 2026 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივება სურს და მას ხელფასის 5.5 მილიონ ევრომდე გაზრდას სთავაზობს.

წყაროს ინფორმაციით, ინძაგის გადაბირება არაერთ ევროპულ გრანდს სურს, მაგრამ იტალიელი სპეციალისტი ნერაძურის რიგებში თავს კარგად გრძნობს და დიდი ალბათობით ახალი კონტრაქტის გაფორმებას დათანხმდება.