Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ჯალოს ტრანსფერისთვის ბრძოლას ლიდერობს…

ინტერი სპორტინგის მცველის ტიაგო ჯალოს მიმართ ინტერესს არ კარგავს და იტალიური მედიის ცნობით, ლომბარდიული გრანდი 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერისთვის ბრძოლაში ფავორიტად მოიაზრება.

პორტუგალიელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და ლომბარდიულ გრანდს მისი გაფორმება ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს.

ახალგაზრდა ცენტრალური მცველის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს, მაგრამ Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ფავორიტად სწორედ ინტერი მოიაზრება, რომელიც ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს.