Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა კამადასთან მოლაპარაკებები დაიწყო

იტალიური მედიის ცნობით, ინტერი იაპონელ ნახევარმცველთან დაიჩი კამადასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და მისი გაფორმება სურს.

ნერაძური ნახევარდაცვის გაძლიერებას ცდილობს და გუნდის მთავარი სამიზნე უდინეზეს ტალანტი ლაზარ სამარჯიჩია, მაგრამ ბიანკონერი ახალგაზრდა სერბის სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვს, რისი გადახდაც ლომბარდიულ გრანდს არ შეუძლია, მისი ალტერნატივა კი კამადა გახლავთ.

Tuttosport-ის ცნობით, ბეპე მაროტა კამადას ტრანსფერზე, რომელიც თავისუფალი აგენტია, აქტიურად მუშაობს და ტრანსფერის დახურვა უახლოეს პერიოდში სურს.