ინტერი მორატაზე უარს ამბობს და აქცენტს ბალოგანზე გააკეთებს
იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერმა ალვარო მორატას ტრანსფერზე უარი თქვა და სრულ კონცენტრაციას არსენალის ფორვარდის ფოლარინ ბალოგანზე გააკეთებს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ესპანელი ფორვარდი სიმონე ინძაგის არჩევანი იყო, თუმცა ასაკისა და ფინანსური ასპექტების გამო, ბეპე მაროტამ ფსონის გაკეთება არსენალის ფორვარდის გამო გააკეთა.
მეთოფეები ახალგაზრდა ფორვარდის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც ლომბარდიულ გრანდს არ უნდა გაუჭირდეს.