Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ორსოლინის ტრანსფერით ინტერესდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბოლონიადან რიკარდო ორსოლინის გაფორმებას ეცდება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ინტერი სეზონის ბოლოს ხოაკინ კორეას გაშვებას გეგმავს, რომელმაც გუნდის იმედები ვერ გაამართლა. არგენტინელის მიმართ ინტერესი ვესტ ჰემმა გამოთქვა, მისი შეცვლა კი ბენეამატას სწორედ ორსოლინის ტრანსფერით სურს.

26 წლის იტალიელ ფეხბურთელს ბოლონიასთან მიმდინარე კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება და მისი გაფორმება ბენეამატას დაახლოებით 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლებათ.