Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი პავარის თაობაზე ბაიერნის პასუხის მოლოდინშია…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი ბენჟამინ პავარის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ბაიერნის პასუხის მოლოდინშია.

რამდენიმე საათის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბაიერნმა პავარის შენარჩუნება გადაწყვიტა, თუმცა ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ლომბარდიულ გრანდს გერმანელებისგან ოფიციალური ინფორმაცია ამ საკითხზე არ მიუღია, ამიტომ ფრანგის გაფორმების იმედს არ კარგავს.

წყაროს ცნობით, ინტერს იმედი აქვს, რომ 25 მილიონი ევრო და ბონუსები ბაიერნის დასარწმუნებლად საკმარისი იქნება.