ინტერი რომასთან მატჩს დაცვაში პრობლემებით ხვდება
ინტერი რომში გაემგზავრა, სადაც რომასთან უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს და სიმონე ინძაგის ფონს გასვლა მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე მოუწევს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, გუნდს ჯალოროსის წინააღმდეგ მილან შკრინიარი, რობინ გოსენსი და დანილო დამბროზიო ვერ დაეხმარებიან.
გოსენსისა და შკრინიარის არყოფნა ახალი არა რის, დამბროზიოს კი კუნთის პრობლემები აქვს, ამიტომ ინძაგიმ გარისკვა არ გადაწყვიტა და ის მილანში დატოვა.