Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე მინიმუმ 50 მილიოსნ გამოიმუშავებს

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის წყალობით, ინტერმა 2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ოფიციალურად მოიპოვა, რაც გუნდს მსუყე ფინანსურ სარგებელს მოუტანს.

Calcio e Finanza-ს ინფორმაციით, ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი დაახლოებით 2.5 მილიარდი ევრო იქნება, საიდანაც დაახლოებით 2 მილიარდი ტურნირზე მონაწილე 32 გუნდზე გადანაწილდება.

ტურნირზე წარმატების შემთხვევაში, ინტერის მიერ გამომუშავებული თანხა კიდევ უფრო გაიზრდება, გამარჯვებული კი დამატებით 100 მილიონ ევროს მიიღებს.