Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი სამარჯიჩის ტრანსფერში იუვენტუსს კონკურენციას გაუწევს…

იტალიური მედიის ცნობით, ინტერი ლაზარ სამარჯიჩის მიმართ ინტერესს არ კარგავს და იუვენტუსისთვის კონკურენციის გაწევას გეგმავს.

სამარჯიჩი ინტერში ტრანსფერთან ახლოს გასულ ზაფხულს იყო. მან მილანში სამედიცინო შემოწმებაც გაიარა, თუმცა პირადი კონტრაქტის დეტალებზე მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ტრანსფერიც ჩაიშალა.

ალფრედო პედულას ცნობით, ინტერი სერბის მიმართ ინტერესს არ კარგავს, მაგრამ ნერაძურის იუვეს სახით სერიოზული კონკურენტი ეყოლება.