ინტერი სანჩესის დაბრუნებას სერიოზულად განიხილავს…
იტალიური მედიის ცნობით, ინტერის ხელმძღვანელობა გუნდში ალექსის სანჩესის დაბრუნებას განიხილავს და ლომბარდიული გრანდის რიგებში თამაშის წინააღმდეგი არც ჩილელი შემტევი გახლავთ.
ინტერს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ხოაკინ კორეას გაყიდვა და უფრო ახალგაზრდა ფორვარდის გაფორმება სურდა, მაგრამ ინტერი არგენტინელის მსურველის პოვნას ვერ ახერხებს და აქცენტის გაკეთება უფრო იაფ კანდიდატებზე უწევს.
SportItalia-ს ცნობით, ინტერის ფავორიტი სწორედ 34 წლის ფორვარდია, რომელიც თავისუფალი აგენტი გახალვთ, თუმცა იტალიელებს კონკურენციას სანტოსი გაუწევს, რომელიც მასთან მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე კვირაა აწარმოებს.