ინტერს სანჩესთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს
იტალიური მედიის ინფორმაციით, ალექსის სანჩესის ინტერში დაბრუნება სულ უფრო რეალური ხდება.
FcInterNews-ის ცნობით, ინტერსა და ჩილელ ფეხბურთელს შორის, რომელიც სხვა გუნდებს უარით ისტუმრებს, 1-წლიანი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო 3 მილიონი ევრო იქნება.
წყაროს ინფორმაციით, ლომბარდიულ გრანდს სანჩესის გასაფორმებლად პირველ რიგში ხოაკინ კორეას გაშვება სჭირდება, რომლის მიმართ ინტერესს ტორინო, სევილია და არაბული გუნდები იჩენენ.